ევროპარლამენტმა ევროკავშირის მასშტაბით ელქტრომეთოდების გამოყენებით თევზჭერა აკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აკრძალვა მიღებული იქნა 402 ხმით 232-ის წინააღმდეგ, 40-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისგან თავი შეიკავა.
თევზჭერის აღნიშნული მეთოდი ევროკავშირმა 1998 წელს აკრძალა, თუმცა გასული ათწლეულების მანძილზე, მაგრამ ევროკავშირში ნაწილობრივ დაშვებული იყო.
მაგალითად, ამ მეთოდის ტრადიციულთან შედარებით ბევრად ნაკლები ზიანის მომტანად მიიჩნევენ ჰოლანდიელები.
სადავო თევზჭერის ტექნიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია აკრძალული.