ევროკავშირის ყველა ახალ მსუბუქ ავტომობილს, მსუბუქ სატვირთოსა და ფურგონს ამიერიდან „შავი ყუთები“ ექნებათ, რათა ავარიის შემთხვევაში სპეციალისტებმა მიზეზები ზუსტად დაადგინონ. – ამის შესახებ motor1.com წერს.
„შავი ყუთი“ შეინახავს ავარიის შესახებ ყველანაირ ინფორმაციას, რომელიც შეჯახებამდე და შეჯახების შემდეგ მაშინვე ჩაიწერება.
„შავი ყუთი“ ავტომობილის სიჩქარის, ძრავის მუშაობის პარამეტრების, გაზის ან სამუხრუჭე სატერფულზე დაჭერის ძალის, საჭის მოხვევის კუთხის, უსაფრთხოების სისტემების აქტივობისა და „აირბაგის“ ამოქმედების დროის შესახებ მონაცემებს დააგენერირებს.
ხმის ჩაწერა, როგორც ეს თვითმფრინავის შავ ყუთში ხდება, გათვალისწინებული არ არის. მოწყობილობა, ასევე, არ იქნება დაკავშირებული არცერთ დისტანციურ სისტემასთან და მონაცემების წაკითხვა მხოლოდ მანქანიდან „შავი ყუთის“ ამოღების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
რეგულაცია ძალაში 2024 წლის ივლისიდან შევა.