ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.
“საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი რადგან ნამდვილად ნაბიჯები იდგა გადადგმული”, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება კი კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ დეკემბერში უნდა მიიღოს, სრული თანხმობის პირობებში. 27-ვე წევრის პოზიცია უნდა იყოს დადებითი.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ 2022-ის მარტში შეიტანეს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველომ ევროპული პესპექტივა. სტატუსის მოსაპოვებლად ქვეყანას 12 რეკომენდაციის შესრულება დაევალა.