გუშინ ღამით ევროპა ლიგის მატჩი გაიმართა ბილბაოს „ათლეტიკის“და მოსკოვის „სპარტაკს“ შორის.
მატჩის დაწყებამდე გუნდების გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ძალადობაში გადაიზარდა.
როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა 5 გულშემატკივარი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გულშემატკივრების გაშველებისას ერთ-ერთ პოლიციელს გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.
მატჩი 2-1 სპარტაკის გამარჯვებით დასრულდა.