კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ევროპა ვერ უჭერს მხარს რუსეთისა და აშშ-ის მცდელობებს უკრაინაში კონფლიქტის “მშვიდობიანად მოგვარების” საკითხში.
”ევროპამ დაიწყო საკუთარი თავის მილიტარიზაცია და გადაიქცა ომის მხარედ”, – თქვა მან პრესკონფერენციაზე.
„ევროპის მილიტარიზაციის გეგმები აშკარად ეწინააღმდეგება რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების განზრახვებს, ეძიონ გზები მშვიდობიანი მოგვარების პროცესის დასაწყებად“,_ განაცხადა პესკოვმა.