საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარების 7-კაციანი დელეგაცია, რომლებიც საქართველოს 12 დეკემბერს ესტუმრა, რუსთაველის პროსპექტზე მისვლას გეგმავენ _ ისინი ამ წუთებში სასტუმრო “სტამბასთან“ არიან და ფეხით მსვლელობით ქართველ საზოგადოებასთან მივლენ.
ევროპარლამენტარები, ვიზიტის ფარგლებში, შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციის ლიდერებს, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს.
ვიზიტის მიზანია, ევროპარლამენტარები უფრო ზუსტად გაეცნონ ინფორმაციას და ევროპარლამენტში წაიღონ დეტალური ინფორმაცია, თუ როგორია პოლიციის, სახელმწიფოს დამოკიდებულება ადამიანების, მედიის მიმართ, რომლებიც “ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციის შეჩერებას აპროტესტებენ.