ევროპარლამენტი მკაცრად გმობს საქართველოდან აზერბაიჯელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის გატაცების ფაქტს, ბაქოში მის დაკავებასა და მოსალოდნელ გასამართლებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევს. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომლის განხილვაც 15 ივნისისთვის არის დადგემილი.
ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი „მუხტარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა“ მუხტარლის საქმეზე საუბრით იწყება.
როგორც პროექტშია აღნიშნული, ადვოკატი ამბობს, რომ ამოუცნობმა პირებმა, რომლებსაც გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმები ეცვათ, მუხტარლი ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და მიიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე.
რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ მუხტარლის წინასწარი სამთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული და საზღვრის უკანანო გადაკვეთის, კონტრაბანდისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ემუქრება გასამართლება.
პროექტის მიხედვით, საქართველო, როგორც ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის წევრი ქვეყანა, პასუხისმგებელი და ვალდებულია, მის ტეროტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის შექმნას გარანტია იმისა, რომ არ მოხდეს მათი იძულებით დაბრუნება აზერბაიჯანში.
პროექტში წერია, რომ გაზრდილია რიცხვი შემთხვევების, როდესაც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ქვეყანაში ცხოვრებისთვის აუცილებელი საბუთის ვადის გაგრძელებაზე უარს ეუბნებიან.
რეზოლუციის პროექტში საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაც მოხვდა, სადაც გიორგი მარგველაშვილი მომხდარს საქართველოს სახელმწიფოსა და სუვერენიტეტის წინაშე არსებულ დიდ გამოწვევად აფასებს.
ევროპარლამანტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს დროული, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიება და პასუხი აგებინოს დანაშაულის ჩამდენ პირებს.
ევროპარლამენტის რეზოლუცია “შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის პასუხგისმგებელია, დაიცვას საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მესამე ქვეყნის მოქალაქეები, ასევე პირები, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ და, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური ან სხვა საქმიანობის გამო გასამართლება ელოდებათ”.
ევროპარლამენტი აზერბაიჯანის მთავრობას ჟურნალისტის უპირობო გაათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ასევე, ევროპარლამენტარები, რეზოლუციის პროქტის თანახმად, უმნიშვნელოვანეს საკითხად ასახელებენ და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გამოძიონ და ნათელი მოჰფინონ მუხტარლის იძულებითი გაუჩინარების საქმეში ქართული მხარის მონაწილეობის შესახებ გამოთქმულ ეჭვებს.
1tv.ge