,,განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ევროპარლამენტარებს საქართველოდან კრემლთან დაკავშირებული ამბები ესმით“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა ჯუკნევიანიჩი ,,მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა, რომელიც ნიკა მელიას საქმეს გამოეხმაურა.
ევროპარლამენტარის თქმით, ამერიკაში ახალი ადმინისტრაციაა და ევროკავშირშიც ახალ მოლაპარაკებებს დავიწყებთ. ახალი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას საქართველოსთვის და უკრაინისთვის, ასე რომ შეიძლება იყოს სერიოზული გარღვევა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ.
“საქართველოს ყველა მეგობარი ევროპარლამენტში შეშფოთებულია, როდესაც ასეთი ამბები მოდის. განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ჩვენ გვესმის საქმეები დაკავშირებული კრემლის გავლენებთან და გავრილოვის ამბავიც კრემლთან არის ამბავში.
მე ვთხოვ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს, ამას ხაზს ვუსვამ, ყველა მხარე, რომ გააცნობიერონ სიტუაციის მნიშვნელობა. ამერიკაში ახალი ადმინისტრაციაა და ევროკავშირშიც ახალ მოლაპარაკებებს დავიწყებთ. ახალი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას საქართველოსთვის და უკრაინისთვის, ასე რომ შეიძლება იყოს სერიოზული გარღვევა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ. ამიტომ ყველა ასეთი სახის ახალი ამბავი არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ჯუკნევიჩმა.