,,საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი რეფორმების გატარების, კორონავირუსთან ბრძოლისა და ეკონომიკის აღდგენის პროცესში“, _ ამის შესახებ ევროკომისარი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან შეხვდრის შემდეგ სოციალურ ქსელ ,,Twitte“ – ზე დაწერა.
„მოხარული ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ხედვების გაცვლით. ხაზი გავუსვი 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობას. საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი რეფორმების გატარების, კორონავირუსთან ბრძოლისა და ეკონომიკის აღდგენის პროცესში“, _ წერს ვარჰეი Twitter-ზე.