,,ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულება ნულამდე უნდა დავიყვანოთ. თუ ამას არ გავაკეთებთ, პირდაპირ თუ ირიბად, ჩვენ გავაგრძელებთ ომის დაფინანსებას”,_ ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ლიტვურ ტელეკომპანია LRT-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
,,ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით მკაფიო სიგნალი ყოველდღე უნდა გააგზავნონ. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ ომი არ დასრულდება. აგრეთვე, ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულება ნულამდე უნდა დავიყვანოთ. თუ ამას არ გავაკეთებთ, პირდაპირ თუ ირიბად, ჩვენ გავაგრძელებთ ომის დაფინანსებას. გმირი უკრაინელები რუსულ ტანკებს ყოველდღე ანადგურებენ, ჩვენ კი, ამ ქმედებით, რუსეთს ახალი ტანკების საყიდლად ფულს ვაძლევთ. ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არცერთი ჩვენი წევრი სახელმწიფო არ იყოს რუსულ გაზზე დამოკიდებული.“ – განაცხადა მეცოლამ.