ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა.
მან შესაბამისი ტვიტი გამოაქვეყნა ინგლისურ და უკრაინულ ენებზე.
„კარგია უკრაინაში დაბრუნება. იმ მამაც ადამიანებთან, რომლებმაც შთააგონეს მსოფლიო. იმ გმირებთან, რომლებიც უარს ამბობენ დანებებაზე. მათთან, ვინც ყველაფერი შესწირა ჩვენს ღირებულებებს. ევროპელებთან, რომელთა სახლი ჩვენს ევროკავშირშია“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი.