ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის შემდეგ პლენარულ სხდომაზე შესაძლოა მზია ამაღლობელზე საგანგებო რეზოლუცია მიიღონ. დეპუტატის თქმით, ეს აუცილებლად გასაკეთებელია და დროულია, თუ სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც დათანხმდებიან.
“მზია ამაღლობელი… ჩვენ გვინდოდა, რომ გვენახა ის ციხეში. ვითხოვეთ ნებართვა, მაგრამ არ შეგვიშვეს. ეს მამაცი ჟურნალისტი ამჟამად ციხეში მყოფი [პოლიტპატიმრების] სიმბოლოდ იქცა. ასე რომ, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ მას სოლიდარობა”, – განაცხადა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის ქვეკომიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
იუკნევიჩიანე სხვა ევროპარლამენტარებთან ერთად ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა საქართველოში და ანგარიშიც მოამზადეს ქვეყანაში არსებულ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაზე.
წყარო: ბათუმელები

































































