ევროპაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის ჯანდაცვის უწყება ადასტურებს.
მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ბოლო ორ წელიწადში მეორედ, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამის 17 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების შედეგად, 517 ადამიანი დაიღუპა.