ფრანგი მეღვინეების მტკიცებით, ევროპის კონტინენტზე „ღვინის კონფლიქტი“ მწიფდება.
ის ავსტრალიის, აფრიკის და აშშ-ის პროვოცირებულია. სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ საფრანგეთში ვენახი ნადგურდება და ეს უკვე შეუქცევად პროცესად გადაიქცა.
საფრანგეთის „სამი გაერთიანება“ – ღვინო, პური და ყველი უკვე დარღვევის პირასაა.
საფრანგეთი და იტალია უკვე მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ყოველწლიურად 5 მილიარდ ლიტრ ღვინოს მოიხმარდნენ. მაგრამ გასულ წელს ეს რიცხვი სამ მილიარდამდე შემცირდა.
1990 წელს, საშუალოდ, ფრანგი კვირაში 3.1 ბოთლ ღვინოს სვამდა. დღეს კი ეს რიცხვი 1.4 ბოთლამდე დავიდა.
ღვინო თავის სიმაღლეზე აღარ დგას, _ აცხადებენ ექსპერტები. ფრანგი მეღვინეების აზრით ღვინის კონფლიქტის უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ მამაკაცები, განსაკუთრებით კი მძღოლები ღვინოს აღარ ეკარებიან, საფრანგეთში გამკაცრებული კანონების გამო.
ევროპელი მწარმოებლები, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად 500 მილიონი ევროს ზარალს ნახულობენ.
მეწარმეები ვე კვლავინდებურად აღარ იყიდება. ამის გამო ბევრი მეღვინე საკუთარ ვენახს ანადგურებს და ცდილობს ახალი კულტურები მოიყვანოს.