„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.
ამის შესახებ დღეს, პარტიების მიერ ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
როგორც ბრიფინგზე ითქვა, გაერთიანებული პარტიები, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში შალვა შავგულიძის კანდიდატურას წარადგენენ.
მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა გახდა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.