„ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები „ოცნების“ ადგილობრივ წარმომადგენლებს დებატებში იწვევენ, _ ამის თაობაზე ოპოზიციური პარტიის წევრებმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
„ჩვენ მმართველ გუნდს დებატებში მონაწილეობისთვის ვეპატიჟებით. ჩვენთვის არ ექნება მნიშვნელობა, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი მათი მხრიდან. ნებავთ პარტიული სიის წევრები მობრძანდნენ და გვედებატონ, ნებავთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყოს ანდა სულაც მერობის კანდიდატი. არ აქვს მნიშვნელობა, ნება მათია თუ ვისზე შეაჩერებენ არჩევანს, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ მათ წარმომადგენელთან გავმართოთ დებატი.
ასევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსაც ვთავაზობთ, რომ მიიღონ ჩვენი ეს შეთავაზება, რომ ამომრჩეველს უკეთ წარვუდგინოთ და გავაცნოთ ჩვენი გეგმები, ამოცანები, მიზნები. არის თემები, რასთან დაკავშირებითაც კითხვები გვაქვს მმართველი გუნდის მისამართით. ერთ–ერთი ეხება მუნიციპალიტეტის მიერ 2019-2021 წლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამ პროექტებში არ შედის სოფლის პროგრამების თანხა, რომლებიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გამოიყოფა და გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული (სტიქიის ლიკვიდაცია) ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ეს არის დაგეგმილი და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები და თუ თვალს გადავავლებთ, ნათელი ხდება ლობიზმის ტენდენცია კონკრეტული მოხელეების მხრიდან“, _ ამბობენ ლანჩხუთელი „ევროპელები“ და „ოცნებას“ დებატებისთვის ეპატიჟებიან.
[sexy_author_bio]