1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8091 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8091 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8023 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0068 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9248 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9416 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0168 ლარი შეადგინა.