გუშინ გაიმართა ევროპა ლიგის და კონფერენს ლიგის მორიგი ტური. ლატვიურმა FK RFS (რიგის საფეხბურთო სკოლა) შინ ტიტულოვანი ბელგიური „ანდერლეხტი“ მიიღო და ქართველი, გარემარბის, ლუკა სილაგაძის ბოლო წუთებზე აქტიურობით, ფრე 1:1 ითამაშა. ლატვიური გუნდის მეორე ქართველმა ლეგიონერმა, ლაშა ოდიშარიამ, მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და საკმაოდ აქტიურიც იყო (flashscore.com-ის მიხედვით მან 7,3 შეფასება დაიმსახურა, რაც გუნდში საუკეთესო იყო). ლუკა სილაგაძე კი თამაშში 90-ე წუთზე ჩაერთო და შემოსვლიდან 5 წუთში მის ჩაწოდებას გოლი მოჰყვ, ანდერლეხტის მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ოდიშარია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია. ჩვენი ნაკრები მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ პლეიოფში ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 15 ნოემბერს, 19:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს, განმეორებითი შეხვედრა კი 19 ნოემბერს ხორვატიაში.
კიდევ ერთმა ქართველმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მიქაუტაძემ პირველივე წუთებიდან დაიწყო მატჩი გერმანიაში. ფრანგული „ლიონი“ ადგილობრივ „ჰოფენჰაიმსს“ ესტუმრა და მატჩი 2:2 დასრულდა. მიქაუტაძე 61-ე წუთზე შეცვალეს (შეფასება 7,0).
ორმა ქართველმა ითამაშა კონფერენს ლიგაზე. დანიური „კოპენჰაგენი“ სახლში დაუზავდა თურქულ „ბაშაკშეჰირს“. მატჩი 2:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრების წევრი, გიორგი გოჩოლეიშვილი, თამაშში 46-ე წუთიდან ჩაერთო( flashscore-ის შეფასება 6,2).
ასევე შეცვლაზე შემოვიდა საქართველოს ნაკრების და კვიპროსული „აპოელის“ ცენტრალური მცველი ლაშა დვალი. ნიქოზიელებმა საკმაოდ მრისხანე მეტოქე, იტალიური „ფიორენტინა“ დაამარცხეს საკუთარ კედლებში, ანგარიშით 2:1. იტალიელები ტურნირის წინა წლის ფინალისტები არიან. ლაშა თამაშში 79-ე წუთიდან ჩაერთო.
ავტორი