ევროვიზიას ხარჯების გამო ორი ქვეყანა ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროვიზიაში მონაწილეობას მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია არ მიიღებს.
როგორც ცნობილია, ამის მიზეზად ის სახელდება რომ ორგანიზატორმა ზოგიერთ ქვეყანას სთხოვა მეტის გადახდა მას შემდეგ, რაც რუსეთს კონკურსში მონაწილეობა აეკრძალა.
ევროვიზიაში ჩართული ყველა მაუწყებლის საერთო ღირებულება ჩვეულებრივ 5 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, მაგრამ ზუსტად რამდენს იხდის თითოეული მონაწილე არ არის საჯარო.