რამდენიმე დღის წინ „ევროვიზია 2021“-ის გამარჯვებულმა იტალიურმა როკ-ჯგუფმა „Måneskin“ განცხადება გაავრცელა.
ჯგუფის წევრებმა ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ მუსიკალური ტურნეს ფარგლებში რუსეთში დაგეგმილი ყველა კონცერტი გააუქმეს.
მუსიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის აგრესია მათთვის მიუღებელია, ოკუპაციას რადიკალურად ემიჯნებიან და უკრაინელების გვერდით არიან.
როკ-ჯგუფის წევრები რუსეთის ნაცვლად უკრაინაში გაემგზავრებიან და კონცერტს კიევში ჩაატარებენ.