გუშინ, ინფექციურ საავადმყოფოში გაკეთებული 14 ტესტიდან პასუხი ყველაზე უარყოფითია. აღნიშნული განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.
ეზუგბაიას თქმით, მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
„მათი მონიტონინგი გაგრძელდება, ორჯერ უარყოფითი პასუხის შემდეგ, ისინი გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შეემატებიან. დილით ანალიზები კიდევ 7 პაციენტს აუღეს და მათი პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი“,_ თქვა ეზუგბაიამ.