ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამ პროგრესის მიუხედავად მოსახლეობას მოუწოდებს, გარეთ მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში გავიდნენ.
„მიუხედავად შეზღუდვების და აკრძალვების მოხსნისა, უნდა გავაგრძელოთ მოკრძალებულად ცხოვრება. დავიწესოთ თვითშეზღუდვები. გარეთ გავიდეთ მხოლოდ აუცილებელ საქმეზე, შევიკავოთ თავი თავშეყრებისგან. ქვეყანას ჭირდება განვითარება, ეკონომიკას ჭირდება განვითარება და ამისთვის შეზღუდვები უნდა მოხსნილიყო. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება თავი შევიკავოთ თავშეყრისგან“,_ განაცხადა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 702 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 456 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.