კომაპნიის გუნდმა ჯგუფური ვიდეოჩატის აპლიკაციაზე დაიწყო მუშაობა. არსებული ინფორმაციით, ის Facebook-ის თანამშრომლებს უკვე წარუდგინეს. Bonfire-ი Houseparty-ს მსგავსი იქნება, რომელსაც შემქნელები სინქრონულ სოციალურ ქსელს უწოდებდნენ. ინფორმაციას The Verge აქვეყნებს.
აპლიკაციის ამუშვება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება, მას შემდეგ, რაც პროგრამა ბეტა-ტესტირებას გაივლის.
Bonfire – Facebook-ის ერთადერთი ვიდეოაპლიკაცია არ არის. მანამდე კომპანიის თანამშრომლებს წარუდგინეს პროგრამა Talk, რომელიც უფროს ნათესავებთან, კერძოდ, მშობლებთან და ბებია-ბაბუებთან ურთიერთობისთვისაა განკუთვნილი.