კატარის მსოფლიო ჩემპიონატში რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ FIFA-მ განაცხადა.
როგორც FIFA – ს განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში თამაშის უფლებაც არ მიეცა, აქედან გამომდინარე, პოლონეთის ეროვნული გუნდი ფინალში ავტომატურად გავიდა.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსულ გუნდებს FIFA-ს და UEFA-ს შეჯიბრებებში მონაწილეობა შეუჩერდეთ.
ასევე, მსოფლიო ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსეთში საერთაშორისო საფეხბურთო მატჩები აღარ ჩატარდება. “საშინაო” მატჩები ნეიტრალურ ტერიტორიაზე, მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
[sexy_author_bio]