FT-ის ცნობით, ჯარების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურის მოადგილე სერგეი სუროვიკინი დააკავეს _ კრემლი აკავებს ვაგნერის PMC-ის მხარდამჭერებს გასულ კვირას მათი წარუმატებელი ამბოხის შემდეგ. გაზეთი აღნიშნავს, რომ სურკოვიკინი ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას ევგენი პრიგოჟინთან.
სტატიაში ნათქვამია, რომ გაურკვეველი რჩება სუროვიკინს ბრალი ედებოდა აჯანყებულებთან შეთქმულებაში მონაწილეობაში თუ ის, უბრალოდ, დააკავეს დაკითხვის მიზნით.
სერგეი სუროვიკინის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ The Moscow Times-მა გაავრცელა. ინფორმაციის მიხედვით, ის ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. დღეს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თავდაცვის სამინისტროს გადაუგზავნა კითხვა, სად არის სუროვიკინი?
ტელეგრამის არხი “ბაზა” ირწმუნება, რომ ის ესაუბრა სუროვიკინის ქალიშვილს, რომლის თქმით, გენერალი არავის დაუკავებია და მასთან ყველაფერი კარგადაა.
ავტორი