,,ელექტრომობილების ამერიკელი მწარმოებელი Fisker Inc.-ი რომის პაპისთვის ელექტრომობილს დაამზადებს“, _ ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი ჰენრიკ ფისკერი Twitter-ზე წერს.
„დიდი პატივი იყო რომის პაპ ფრანცისკესთან კერძო აუდიენცია. ის ძალიან კარგად იაზრებს პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენ და მომავალ თაობებს, გარემოს დაცვის საკითხში გვეკისრება. მოუთმენლად ველი პაპის პირველი ელექტრომობილის შექმნას“, _ წერს ჰენრიკ ფისკერი.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, ავტომობილზე მუშაობა მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება. კათოლიკური ეკლესიის მეთაურის მანქანაში არსებული დამცავი გუმბათი საჭიროების შემთხვევაში სახურავში შევა.