საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა რუსეთს საკრედიტო რეიტინგი მეორე ყველაზე დაბალ დონემდე შეამცირა და აღნიშნავს, რომ დეფოლტის “გარდაუვალია” ზონაშია, უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნის ფინანსური იზოლაციის გამო.
კერძოდ, რუსეთის რეიტინგი B-დან C-მდე შემცირდა, რაც ასახავს Fitch-ის შეხედულებას, რომ რუსეთის სუვერენული დეფოლტის გამოცხადება გარდაუვალია.
“საკრედიტო რეიტინგის “C” დონემდე ჩამოქვეითება ასახავს Fitch-ის მოლოდინებს, რომ რუსეთის მიერ სუვერენული დეფოლტის გამოცხადება გარდაუვალია” – ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის რეიტინგი დეფოლტის ზონამდე შეამცირეს Moody’s-მა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-მა 50-ზე მეტი რუსული კომპანიის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა, როგორც ადგილობრივ ასევე უცხოურ ვალუტაში. რეიტინგის დაქვეითება შეეხო ისეთ კომპანიებს, როგორიცაა “გაზპრომი”, “როსნეფტი”, “რუსეთის რკინიგზა”, MTS, „ალროსა“ და „X5 ჯგუფი“. როგორც S&P-მა განმარტა, ფაქტი რუსეთის რეიტინგის “CCC-“მდე დაქვეითებით არის განპირობებული.
უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დასავლეთის სანქციების ფონზე, რუსეთი უკვე გახდა მსოფლიოს ყველაზე სანქცირებული ქვეყანა. Morgan Stanley რუსეთის დეფოლტს 15 აპრილისთვის ელის.
[sexy_author_bio]