G7-ის მთავრობის მეთაურებმა პირობა დადეს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და მათ, ვინც “პასუხისმგებელია” უკრაინაში ბოლო თავდასხმების ტალღაზე პასუხს მოთხოვენ, ამის შესახებ ჯგუფის ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში თქვეს.
G7-ის ქვეყნები ამასთანავე უკრაინას დაპირდნენ, რომ გააგრძელებენ ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო, დიპლომატიური და იურიდიული დახმარების გაწევას.
ქვეყნებმა დაარწმუნეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომ თავშეკავებულნი არ არიან და მტკიცენი არიან იმ მხარდაჭერაში, რომელიც უკრაინას სჭირდება მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად.
“ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო, დიპლომატიური და სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფას და მტკიცედ დავდგებით უკრაინის გვერდით რამდენიც ეს დასჭირდება. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას ზამთრისთვის მზადყოფნის საჭიროებების დაკმაყოფილებაში,“ – თქვა G7-ის ჯგუფმა.
ავტორი