,,გაუფრთხილდით თქვენს სიცოცხლეს და დაგვეხმარეთ ოკუპანტების დასუსტებაში და განადგურებაში. ყველა გზით დაემალეთ რუსულ მობილიზაციას, მოერიდეთ გაწვევის ბარათებს, შეეცადეთ, წახვიდეთ უკრაინის თავისუფალ ტერიტორიაზე”, _ მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს.
პრეზიდენტი მოსახლეობას მოუწოდებს, კვლავაც გააგრძელონ ოკუპანტების ქმედებებისთვის ძირის გამოთხრა და ყველაფერი გააკეთონ უკრაინის გასათავისუფლებლად.
ასევე ზელენსკიმ, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას მოუწოდა, უკრაინის სპეცსამსახურებს გადასცენ ყველა მონაცემი ე.წ რეფერენდუმების ორგანიზატორების, რუსული ჯარის მობილობისა და ზოგადად, არმიის შესახებ ინფორმაცია
“მე მაქვს მარტივი თხოვნა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ყველა ჩვენი ხალხის მიმართ: გააკეთეთ მთავარი – გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე და დაგვეხმარეთ ოკუპანტების დასუსტებასა და განადგურებაში.
რუსულ მობილიზაციას ნებისმიერი გზით დაემალეთ. მოერიდეთ გამოძახებებს. შეეცადეთ, მოხვდეთ უკრაინის თავისუფალ ტერიტორიაზე.
და თუ მაინც მოგიწევთ შესვლა რუსულ ჯარში, მაშინ მოწინააღმდეგეების ნებისმიერ აქტივობაში მოახდინეთ საბოტაჟი, ჩაერიეთ რუსეთის ნებისმიერ ოპერაციაში, მოგვაწოდე ნებისმიერი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ოკუპანტების შესახებ – მათი ბაზების, შტაბების, საბრძოლო მასალების საცავებზე და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, გადადით ჩვენს პოზიციებზე. გააკეთე ყველაფერი შენი სიცოცხლის გადასარჩენად და უკრაინის განთავისუფლებაში დასახმარებლად”, _ თქვა ზელენსკიმ.
ავტორი