გუშინ, ბერლინში ტურისტული საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა, რომლის მასპინძელი ქვეყანა არის საქართველო.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ფესტივალზე თენიეშვილების ჩაის წარმომადგენელი გაბრიელ თენიეშვილი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბახვი) და ხელოვანი გურამ ბერძენიშვილი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) ბერლინში იმყოფებიან.
“მე წარმოდვადგენ გურიაში დამზადებულ ჩაის და უნდა გავაკეთო ჩაის დეგუსტაცია. ბატონი გურამი წარმოადგენს თავის ნამუშევრებს.
გურიაში დამზადებულ ჩაის დააგემოვნებენ ბერლინში. მზად ვართ, რომ სტუმრებს დეტალურად გავაცნოთ ის ტურისტული ადგილები და სიკეეთები, რაც აქვს გურიას. შესაბამისი ბუკლეტები მაქვს წაღებული და დაინტერესებულ პირებს გადავცემ. ასევე ჩაის დეგუსტაციის დროს მოვუყვები ჩვენი ქვეყნის და რეგიონის შესახებ,“ – გვითხრა გაბრიელ თენიეშვილმა.
მისივე თქმით, გუშინდელი საზეიმო ღონისძიებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებულია.
“ბევრი მეუბნებოდა ღონისძიების დასრულების შემდეგ მსგავსი წარმოდგენა ცხადყოფს, რომ დიდი კულტურის მატარებელი ქვეყნიდან ხარო. ძალიან გახარებული ვარ,“ – აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს გაბრიელ თენიეშვილმა.
ავტორი