9 ივლისს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრს, ნოდარ დუმბაძის საერთასორისო ფესტივალსა და ბულგარეთის, რაჩო სტოიანოვის სახელობის გაბროვოს დრამატულ თეატრს, გაბროვოს კომედიური სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალს შორის.
მხარეებს წარმოადგენდნენ ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი, ვასო ჩიგოგიძე და გაბროვოს თეატრის ხელმძღვანელი ქალბატონი ნევენა მიტევა.
მემორანდუმის ორივე მხარეს აქვს თეატრალური ღონისძიებების გახორციელების, რეჟისორთა და მსახიობთა გაცვლის სურვილი, მხარეები წარმოადგენენ ერთმანეთის წარმომადგენლებს და პარტნიორებს თავიანთ რეგიონში.