მძიმე ავარია ასპინძა–ახალქალაქის გზაზე. თვითმხილველების თქმით გაჩერებულ „ოპელის“ მარკის ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა. მათივე თქმით, მცირე დაზიანება მიიღეს მგზავრებმა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. შემთხვევა დღეს, 25 ივლისს მოხდა.
ასპინძა–ახალქალაქის გზაზე ავარიაში მოყოლილმა ხუთმა პირმა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში გვითხრეს რომ მათ სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ.
მომხდარზე შსს–მ გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლი დაიწყო.