მეორე დღეა თბილისის მეტრო გაჩერებულია. მიზეზი მემანქანეთა გაფიცვაა, რომლებიც ხელფასების მატებას ითხოვენ.
მეტროს გაჩერებამ თბილისში სრული ქაოსი შექმნა. მოქალაქეებს საათობით უხდებათ ავტობუსის რიგში დგომა. ავტობუსები, რომლებიც მათ უფასოდ ემსახურებიან გადაჭედილია.