ნიაგარას ჩანჩქერი მსოფლიოში ერთერთი ულამაზესი ადგილია, რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს მხოლოდ იმისთვის, რომ ერთხელ მაინც შეავლოს თვალი ჩანჩქერს და დატკბეს ულამაზესი სანახაობით.
ნიაგარას ჩანჩქერი სამი ჩანჩქერისგანაა შემდგარი და მდებარეობს აშშ-სა და კანადის სახელმწიფო საზღვარზე. ჩანჩქერები მდებარეობენ ნიუ-იორკისა და კანადის პროვინცია ონტარიოს საზღვარზე. ნიაგარას სიახლოვეს მდებარეობს აშშ-ს ქალაქი ბუფალო.
ამ საოცარი ჩანჩქერის სახელი აბორიგენთა ენაზე “მგრგვინავ წყალს” ნიშნავს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩანჩქერი ყველაზე მაღალი არ არის, იგი საკმაოდ ფართოა და საშუალოდ ყოველ წუთში თითქმის 4 მილიონი კუბური მეტრი წყალი ეცემა გადმოდინების შედეგად. ნიაგარა წუთში იმდენ წყალს ატარებს, რომ 150 ოლიმპიური საცურაო აუზის ავსება შეიძლება.
იგი უძველეს დროში წარმოიშვა და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნიაგარა დედამიწის უკანასკნელი გამყინვარების დროს შეიქმნა.
1848 წლის 29 მარტს აღნიშნულ ჩანჩქერზე მოხდა ყველაზე უცნაური მოვლენა, ნიაგარას ჩანჩქერი გაჩერდა. ეს კი გამოიწვია იმ დღეს არსებულმა ძლიერმა ქარმა, რომელმაც ერის ტბაში მდებარე ყინული დაძრა. ყინული ტბიდან გადავიდა ნიაგარაზე და მისმა უზარმაზარმა მასამ მდინარე გადაკეტა ქალაქ ბუფალოს სიახლოვეს. ეს მოვლენა გაგრძელდა დაახლოებით 30 საათს.
ამჟამად, ნიაგარას ჩანჩქერი განთქმულია, როგორც მისის სილამაზით, ასევე მისი ჰიდროენეგეტიკული პოტენციალით.