ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა სიღნაღში.
გადაუღებელი და ძლერი წვიმის შედეგად სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ცენტრალურ და შიდა საუბნო გზებზე ჩამოტანილია ქვა-ღორღი. გადავსებულია სანიაღვრეები.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, წნორი- სიღნაღის (მოკლე) გზაზე ამ დროისთვის გადაადგილება შეფერხებულია. მოვარდნილმა წყალმა ილიაწმინდაში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დატბორა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები სტიქიის ზონაში იმყოფებიან.





















































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)











