ლონდონში, აუქციონზე სტრავინსკის ადრეული ბალეტის პარტიტურის პირველი გამოცემა იყიდებოდა.
ამ იშვიათი განძის შეძენის სურვილი ბევრს ჰქონდა, მაგრამ ერთი ჭაღარა კაცი სულ უმატებდა ფასს. ბოლოს პარტიტურა მას ერგო სამი ათას გირვანქა სტერლინგად.
კორესპონდენტები გარს შემოერტყნენ პარტიტურის ახალ მფლობელს.
– იგორ სტრავინსკი, – წარუდგა იგი ჟურნალისტებს და თან დაუმატა, – მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ საკუთარ პარტიტურაში გადავიხდიდი ორჯერ მეტს, ვიდრე ოდესღაც, ახალგაზრდობაში, გადამიხადეს მთელ ბალეტში.