საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ რამდენიმე თვის წინ, მსოფლიოს ეკრანებზე გამოსული კინოსურათი „ბარბი“ უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და მისმა შემოსავალმა 1.44 მილიარდი დოლარი შეადგინა.
საინტერესოა აპირებს თუ არა ამ სურათის მთავარი რეჟისორი გრეტა გერვიგი მისი გაგრძელების გადაღებას?
ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი მარგო რობის მტკიცებით, სურათის გაგრძელების გადაღება ამ ეტაპზე არ იგეგმება.
„რისი თქმაც გვინდოდა, ერთ ფილმში ჩავატიეთ. ჩვენი გათვლა არ ყოფილა, რომ ფილმი რამდენიმე ნაწილიანი ყოფილიყო. რეჟისორმა ყველაფერი ერთ ფილმში ჩადო. ვერ წარმომიდგენია, შემდეგი ნაწილი როგორი შეიძლება იყოს“, – განაცხადა მარგო რობმა.
„ბარბის“ პრემიერა 21 ივლისს შედგა და გამოსვლიდან ორ დღეში ფილმის შემოსავალმა 155 მილიონი დოლარი შეადგინა.
ავტორი