მოქალაქე, ლიკა მამალაძეს, რომელიც დახმარებას ითხოვდა, თუ მისი თანხმობა იქნება, გადაიყვანენ სხვა სახლში”,-ამის შესახებ “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზურაბ მათითაიშვილმა განუცხადა.
ქვენობანი ხიდისთავის თემის სოფელია. ლიკა მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მარტოა, როგორც თავად ამბობს, დეფორმირებულ კედლებიან სახლში დიდ თოვლშია გამოკეტილი. “ადგილზე არის სოფლის დეპუტატი კობა კალანდაძე და თუ მოქალაქის სურვილი იქნება, სხვა სახლში გადაიყვანენ. ისეთი საგანგაშო მდგომარეობა არაა, როგორც ჩანს, მარტო იყო სახლში და შეშინდა”, -ამბობს მათითაიშვილი.