ჩინეთში ოთხმა ქალმა, ხელისუფლების მხრიდან ქმრების დევნის გაპროტესტების მიზნით, თავები გადაიპარსეს, _ აღნიშნულ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მათი ქმრები იმ ადვოკატებს შორის არიან, რომლებიც, ჩინეთის ხელისუფლებამ 2015 წელს დააპატიმრა.
გავრცელებული ცნობით, ხელისუფლებამ ისინი თაღლითობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ იურიდიულ სისტემას წმენდა სჭირდებოდა.