ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა გამოქვეყნა სპეციალური მიმართვა რომელიც მოგვითხრობს გადაშენების პირას მყოფი 100 სახეობის ცხოველების, მცენარეების, ფრინველებისა და სოკოების შესახებ.
მეცნიერთა განმარტებით ეს სახეობები 2020 წლისათვის გადაშენდება თუ სასწრაფოდ არ იქნება მიღებული ზომები მათი პოპულაციის აღსადგენად. დოკუმენტის შექმნის პროცესში 8000 მოხალისე მონაწილეობდა.
არარიპული მანაკინი. პოპულაცია 779, არეალი: 28 კვ.კმ, არარიპის პლატო, ბრაზილია.
მოწითალო მაიმუნი. პოპულაცია 1000-ზე ნაკლები. არეალი: სამხრეთ-აღმოსავლეთი ბრაზილიის ტროპიკული ტყეები.
ლაქოვანი არლეკინი. პოპულაციის მოცულობა უცნობია. არეალი: ეკვადორის რამოდენიმე პროვინცია.
დიდი ინდური დროფა. პოპულაცია 50-250 ფრინველი. არეალი: 570 კვ.კმ. ინდოეთი.
მადაგასკარული ნისკარტმკერდა კუ. პოპულაცია 440-770 არსება. არეალი: სამხრეთ-აღმოსავლეთი მადაგასკარის 12 კვ.კმ.
ჯუჯა ზარმაცა. პოპულაცია 500 ცხოველზე ნაკლებს ითვლის. არეალი: 1.5 კვ.მ, კუნძული ისსა-ესკუდო-დე-ვარაგუასი, პანამა.
ბულოკის ბაყაყი. რაოდენობა უცნობია. პროვინცია არაუკო, ჩილე.
იავური მარტორქა. 100 ერთეულზე ნაკლებია დარჩენილი. არეალი: უჯუნგ-კულონის ნაციონალური პარკი, კუნძული იავა, ინდონეზია.
ტყის იბისი. რაოდენობა 200-250 ერთეული. არეალი გაყოფილია 3 ნაწილად: მაროკო, თურქეთი და სირია.