ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი ამბობს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის მიუხედავად, მესამე პრეზიდენტის ნევროლოგიური ფონი ისევ მძიმეა. მარიამ ჯიშკარიანი და მის მიერ ორგანიზებული კონსილიუმის წევრი ექიმები მიხეილ სააკაშვილის მონახულებას დღესაც გეგმავენ.
ჯიშკარიანი ამბობს, რომ ამზადებენ კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომლის არგათვალისწინების შემთხვევაშიც, შესაძლებელია, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდეს.
“ცენტრი “ემპათია” ამჟამად ამზადებს რეკომენდაციებს, იმასთან დაკავშირებით, რომ გადაუდებლად დაიწყოს ადეკვატური მკურნალობის კურსი თავის ტვინის ორგანული დაზიანების სიმპტომებთან დაკავშირებით, ვინაიდან არ მიმდინარეობს ამჟამად ადეკვატური მკურნალობა და რეაბილიტაცია. ეს აისახება მძიმედ პაციენტის მდგომარეობაზე. თუკი არ იქნება გათვალისწინებული რეკომენდაციები, ესეც იქნება ასახული დასკვნაში, ვინაიდან ეს გამოიწვევს პაციენტის მდგომარეობის დამძიმებას და შესაძლებელია გამოიწვიოს შეუქცევადი ცვლილებები ცერებროორგანული მიმართულებით, რაც შემდგომში გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას”, – თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
ცნობისთვის, ცენტრი “ემპათია” საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას დღეს გამოაქვეყნებს.