ოზურგეთის ბაზრის მიმდებარედ საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა ქართული ცეკვა შეასრულეს. ახალგაზრდებს ხელში ეჭირათ ფურცლები წარწერებით: “ერთად ყველაფერს შევძლებთ”; “ერთად ვაკეთოთ სიკეთე”; “გადავარჩინოთ ანდრიას სიცოცხლე”.
აქციის ორგანიზატორმა, შალვა ცუცქირიძემ “გურია ნიუსს” განუცხადა, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით ცდილობს დაეხმაროს სხვებს.
დღევანდელი აქციის მიზანი, 10 წლის ანრი ბეჟანიძის დახმარებაა, რომელსაც მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია და ჰემატომა აქვს. მას სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა. ეს აქცია ოზურგეთში პირველად ჩატარდა და როგორც ცუცქირიძე ამბობს, აქ არ მთავრდება.
“ჩვენი მიზანია, საქართველოს ყველა რეგიონის შემოვლა ანრის დასახმარებლად”,_ ამბობს ცუცქირიძე.
ავტორი: გუგა ლომაძე