სინოდალურმა კომისიამ პატრიარქს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
საპასუხოდ მიმართვა სასულიერო პირმაც გაავრცელა მიმართვა.
„მადლობა უამრავი წერილისთვის, სიყვარულისთვის, სითბოსთვის….ასეც ვიცოდი და არც არაფერია გასაკვირი…არც არაფერი მომხდარა განსაკუთრებული, მაგრამ მხოლოდ ერთს გეტყვით, ზურგიდან საუბრების საპასუხოდ-არ ვაპირებ ქვეყნიდან წასვლას, არა და ქვის წერტილი…ზოგიერთ ,,გონიერ” ადამიანს ვეტყვი, რომ დღეს ინგლისში ვარ, ქვეყნის დატოვება ჩემი მიზანი რომ იყოს, მარტო ეს დღე მეყოფოდა ინგლისმა დაჩქარებული წესით აქ ცხოვრების უფლება მომცეს…პირიქით, ახლა უფრო გადაწყვეტილად ვბრუნდები და გადავდგამ უფრო დამაჯერებელ ნაბიჯებს!..“ _ წერს პეტრე კოლხი.