დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მცირე კლასტერული ეპიდაფეთქებები დაფიქსირდა „აჭარა ტექსტილში“, კასპში, ცაგერში, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ამიტომ, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა.
„კორონავირუსი არ დაგვიმარცხებია, გუშინწინ და გუშინ გადავცდით 600-იან ზღვარს, რომელიც არ გვქონია თებერვლის დასაწყისის შემდეგ. გამოჩნდა კლასტერული შემთხვევების ტენდენცია. გვაქვს მცირე კლასტერული ეპიდაფეთქებები „აჭარა ტექსტილში“, კასპში, ცაგერში, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ამიტომ, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა. ისევ მოვეშვით, რაიონებში ისევ იმართება ქორწილები, ჭირის სუფრები, რაც ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია“, – განაცხადა გამყრელიძემ.