დღეს, ოზურგეთში, ერთი კილოგრამი თხილის ფასი 2 ლარი და 20 თეთრი გახდა.
-გუშინ, საღამოს 20 თეთრით გაზარდეს ფასი. მაგარია, გადმოგვიგდეს 20 თეთრი ერთი ბარტყივით. ახლა, ფერიცვალობა რომ მოახლოვდება, ორჯერ ოცს დააკლებენ. ნახავთ, ასე თუ არ იქნება, – ბუზღუნებდნენ გურულები დილაადრიან.
როგორც თხილის მიმღებ პუნქტებში უთხრეს „გურია ნიუსს“, დღეს ერთი კილოგრამი თხილი 2,20 ლარი ღირს. მოიმატებს თუარა უახლოეს დღეებში ფასი, ამაზე ინფორმაცია არ აქვთ.
_არაფერი ვიცით, მოიმატებს თუ არა ფასი. წინა წლების მაგალითს თუ დავეყრდნობით, ცოტათი მაინც უნდა მოიმატოს. თუმცა, წინანდებურად უკვე არაფერი ხდება და თუ ხდება, უფრო გაუარესებულად, _ გვითხრეს თხილის მიმღებმა ოპერატორებმა.
ავტორი