აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 2021 წლის 6 ივლის დატოვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჯანმოდან გასვლის შესახებ გაეროს ოფიციალურად უკვე აცნობა.
გაეროს ინფორმაციით, აშშ-მა ჯანმო-დან გასვლამდე ყველა ფინანსური ვალდებულება უნდა დაფაროს, რაც მას ორგანიზაციის წინაშე 1948 წლის რეზოლუციის პირობებით აქვს აღებული.
შეგახსენებთ, რომ თეთრმა სახლმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ კონგრესს 7 ივლის შეატყობინა.
როგორც ცნობილია, აშშ-ი ჯანმოს წევრი 7 წელზე მეტია.
დონალდ ტრამპმა კი ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო ჩინეთთან შემქნილი დაძაბულობის ფონზე მაისში მიიღო.
აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯანმო ჩინეთს ეპიდემიის დაფარვაში დაეხმარა და ,,მარიონეტობაში“ დაადანაშაულა.