გაერო გმობს ძალადობას და თავდასხმებს „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებაზე, – ამის შესახებ განცხადებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაგმოს ეს შემაშფოთებელი ინციდენტი, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვის გასაუმჯობესებლად ყველასთვის, მათ შორის, ლგბტქი პირებისთვის“, – წერს საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.