მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი ადამიანი მონობაში ცხოვრობს, _ ამის შესახებ გენერალური მდივნის განცხადებაშია ნათქვამი
გაეროს მონაცემების მიხედვით, მონობაში მყოფი ადამიანების 71%-ს ქალები შეადგენს.
,,დღეს 40 მილიონზე მერი ადამიანი კვლავ თანამედროვე მონობის მსხვერპლია. მონობაში მყოფი ადამიანების 71% ქალებია.
დღეს, მონობა თავს იჩენს წარმოშობაზე დაფუძნებული ყმობის, იძულებითი შრომის, ბავშვთა შრომის, შინაური მონობის, იძულებითი ქორწინების, ვალის ყმობის, ადამიანთა ვაჭრობის ექსპლუატაციის მიზნით, სექსუალური ექსპლუატაციის ჩათვლით და შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვების იძულებით გაწვევა.
ღარიბი და მარგინალიზებული ჯგუფები, ძირითადად, რასობრივი და ეთნიკური უმცირესობები და მიგრანტები დისპროპორციულად არიან ჩართულნი მონობის თანამედროვე სფეროებში. გენდერული უთანასწორობა კიდევ უფრო აძლიერებს დისკრიმინაციას.
მოვუწოდებ წევრ სახელმწიფოებს, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს გააძლიერონ კოლექტიური ძალისხმევა ამ საზიზღარი პრაქტიკის დასასრულებლად. ასევე, მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ მსხვერპლთა და გადარჩენილების იდენტიფიცირებას და მათ დაცვას“, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მონობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმია მიძღვნილი.