48 საათზე ნაკლებ დროში უკრაინა 50 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ გაერომ განაცხადა.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოში ამბობენ, რომ იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც ქვეყნიდან მიდის საზღვრებისკენ მიემართება.
ცნობისთვის,უკრაინის წესები ხელს უშლის 18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს საზღვრის გადაკვეთას, ამიტომ უკრაინელების უმრავლესობა, რომლებიც აფარებენ თავს მოსაზღვრე ქვეყნებში, ქალები და ბავშვები არიან.