გაეროს უშიშროების საბჭომ ლიბიაში მოქმედ ადამიანით ვაჭრობის ქსელის 6 ლიდერს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ BBC იუწყება.
მაუწყებლის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ადამიანით მოვაჭრეები საერთაშორისო სანქციების სიაში შეიტანეს.
გავრცელებული ცნობით, მათ საქმიანობაში ხელს ისიც უწყობდა, რომ ასობით ათასი დაუცველი მიგრანტი ლიბიიდან ევროპაში ჩასვლას ზღვით ცდილობს.
სანქციები ითვალისწინებს მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას.